Tuesday, March 5, 2019

საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი





2019 წლის 19.02
მათემატიკის წრის დასახელება: ჩვენ მათემატიკა გვიყვარს
სკოლის სახელწოდება:სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლა

საგანი                               მათემატიკა

სამიზნე ჯგუფი               Iგ კლასი

2018-2019 სასწავლო წელს II სემესტრი, შეხვედრა კვირაში ერთხელ, სამშაბათი 11:40

საწრეო მუშაობის ხემძღვანელი მათემატიკია მასწავლებელი:    ქეთევან ყოლბაია

საწრეო მუშაობის მიზნები -მათემატიკის საგნისადმი ინტერესის გაღვივება;
                                                  -მოსწავლეებში ცოდნის გაფართოება და განმტკიცება;
                                                  -საფუძვლის შექმნა მათემატიკის შემდგომ შესწავლას და
                                                     შემეცნებითი უნარების განვითარებაში;
                                                  -მოსწავლეთა აქტიურობის ხელშეწყობა;
                                                  -პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;
                                                  -ნატურალური რიცხვების შეკრება-გამოკლების შესწავლა
                                                   -პრეზენტაციის უნარის განვითარება             
მოსალოდნელი შედეგები   -შეძლებენ 1-დან 20-მდე რიცხვების ჩაწერას და
                                                    გამოყენებას;
                                                  -20-ის ფარგლებში შეკრება-  გამოკლების მოქმედე-
                                                      ბების შესრულებას;
                                                   -შეისწავლიან ამოცანების ამოხსნას;
                                                   - შეძლებენ რიცხვების შედარებას;
                                                   -შეძლებენ უცნობი კომპონენტის პოვნას;
                                                   -მათემატიკური ოპერაციების შესრულების  დროს
                                                      გამოიმუშავებენ ანალიტიკური აზროვნების უნარს.
                                                   
მეთოდოლოგია                         ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური კითხვა-პასუხი,
                                                       წყვილში, თამაშით სწავლება

რესურსი                                     მოსწავლის წიგნი, რვეული, დაფა,ცარცი,კალამი
                                                      სასწავლო ჩხირები,კუბები.

                                                                                                                                                                                                                                                  
                
საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი

N
თვე და რიცხვი
თემა და მიზანი
აქტივობა
რესურსი
1
19.02.2019
ნატურალური რიცხვების მიმატება და გამოკლება. შეკრება-გამოკლების სხვადასხვა ხერხი გამოყენების უნარის განვითარება
მოსწავლეები სხვადასხვა ილუსტრაციებით შეძლებენ სხვადასხვა ხერხით  შეკრება-გამოკლების შესრულებას
წიგნი,რვეული,კალამი,კუბურები,
სასწავლო ჩხირები
2
26.02.2019
ამოცანების ამოხსნა. ამოცანების ამოხსნის ჩვევის განვითარება
მოსწავლეები შეკრება-გამოკლების  გამოყენებით ამოცანების ამოხსნის ჩვევას  განივითარებენ
სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული
3
05.03.2019
რაოდენობის შედარება.რიცხვებს შორის დამოკიდებულებები
აღწერა
შეკრება-გამოკლების თვალსაჩინო დემონსტრირებით,განსხვავების დაკავშირება მოქმედებებთან,რიცხვებს შორის დამოკიდებულე-ბების აღწერის უნარის განვითარება
სასწავლო ჩხირები,
კუბურები
4
12.03.2019
რაოდენობის შედარება.რიცხვებს შორის დამოკიდებულების აღწერის უნარის განვითარება პრაქტიკულ ამოცანებში
მოსწავლეები პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას თვლის გამოყენებით გროვაში საგნების რაოდენობას განსაზღვრავენ
სასწავლო ჩხირები,
კუბურები
5
19.03.2019
დიდი რიცხვების მი-
მატება პატარა   რიცხვებზე. შეკრების თვისებების შესახებ ცოდნის გაღრმავება
შეკრების გადანაცვლებადობის თვისებების გამოყენებით რიცხვების შეკრება
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული
6
26.03.2019
შეკრების თვისებები. შეკრების თვისებების შესახებ ცოდნის განმტკიცება
სამკუთხედების და ექვსკუთხედების გამოყენებით გაიწაფებიან რიცხვების მიმატებაში
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული
7
02.04.2019
რიცხვები 11-დან 20-მდე.მეორე ათეულის ციფრების გაცნობა
საგნების გროვის საშუალებით ათეულების და ერთეულების ციფრებით წარდგენა
სასწავლო ჩხირები,
კუბურები ბარათები, რვეული
8
10.04.2019
რიცხვები 11-დან 20-დე. ერთეულის და ათეულის დასახელება.
ათობით პოზიციური სისტემის ელემენტების გააზრება სხვადასხვა საგნების გამოყენებით
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული
9
16.04.2019
შეკრების უცნობი კომპონენტის პოვნა.უცნობის პოვნის უნარის გამომუშავება
მოცემული საგნების ერთობლიობაში მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად
საჭირო დამატებითი რაოდენობას იპოვნიან
სასწავლო ჩხირები,კუბურები,ბურთები ,ფანქრები
10
23.04.2019
რიცხვების გამოყენებები.რიცხვების გამოყენების გააზრება
საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში განსაზღვრავენ საგნის რიგს
ეჩვევიან ერთეულებისა და ათეულების გამოყოფას
სასწავლო ბარათები,მათზე გამოსახული რიცხვებით 1-დან 20-მდე
11
07.05.2019
20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება.მოქმედებების ზეპირად შესრულება 1,2,3 მიმატება
ერთის ბიჯით თვლის გამოყენებით შეკრების შესრულება, 10-ის გავლით შეკრება
სასწავლო ჩხირები, ფიგურების მოდელები(წრე)
12
14.05.2019
რიცხვების გამოკლება 11-დან და 12-დან.
რიცხვების გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება
რიცხვითი სხივის გამოყენებით რიცხვების მიმატება-გამოკლების უნარის განმტკიცება
სახელმძღვანელო,რვეული,ათი წითელი და ათი ლურჯი კუბურა





 










 















მშობლის კომენტარი

2019 სასწ.წლის 1 თებერვალს ჩატარდა მათემატიკის წრის ,,ვისწავლოთ“ პირველი პირველი მეცადინეობა. ამ შეხვედრაზე დამტკიცდა საწრეო მუშაობის სამოქმედო გეგმა.შეხვედრის დღედ აირჩიეს სამშაბათი 11:40 საათიდან 13:40 წრეში გაერთიანდა  12 მოსწავლე:
1.აბრამიშვილი ანანო
 2.ახალაია ლუკა
3.ბაღათურია დემეტრე
4.ასკურავა თინათინი
5.გიორგიძე ელენე
6.გიორგობიანი კატო

7.გურასპაშვილი ანდრია
8.დიასამიძე ბარბარე
9.კახურიშვილი გეგა
10.კერესელიძე დემეტრე
11.მაისურაძე საბა
12.მაისურაძე ნათია
პირველი დღის მეცადინეობის მიზანი იყო მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და სამუშაო დღის შერჩევა. მათემატიკის წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ მეხუთე გაკვეთილის შემდეგ.
წინასწარ შევადგინე წრის მეცადინეობაზე განსახილველი საკითხები, ისე რომ ისინი ემახურებიან მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას.
სასწავლო მასალა და აქტივობები შევუსაბამე ეროვნულ სასწავლო გეგმას მიზნის მისაღწევად. ვიზრუნე მასალის სწორად დაგეგმვაზე და აქტივობების თანმიმდევრულ განხორციელებაზე.
ეს აქტივობები მოსწავლეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორ შეფასებაში, აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითარებაში.
ყოველივე ეს განაპირობებს მოტივაციის ზრდასა და სწავლის სურვილის გაღვივებას.
საწრეო მუშაობის დროს მოტივაციის ასამაღლებლად ასევე ვახალისებდი მოსწავლეთა წარმატებას, ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე.
საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია, რადგან გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.






                     მოსწავლის კომენტარები

    
     საწრეო მუშაობაში მონაწილე მოსწავლეები აღნიშნავენ:     1.საწრეო  მუშაობის  დროს განხილული  საკითხები  მათ  ეხმარებოდა    ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაში;                             
   2.  საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი და  განხორციელებული   აქტივობები იყო საინტერესო,სახალისო  და  მრავალფეროვანი;                                                                                         3, საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში.                                                                   
        4. აქტივობების  შესრულების დროს  მოსწავლეთა    შორის    იგრძნობოდა თანამშრომლობითი   ურთიერთობა; 

        
                          წრის რეფლექსია


      გამოიკითხა   საწრეო მუშაობაში მონაწილე მოსწავლეთა   მშობლები,რომლებმაც აღნიშნეს:                                                               1. დროულად მიიღეს ინფორმაცია მათემატიკის წრის შექმნის   შესახებ;                          
 2. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები მოსწალეებს ეხმარებოდა  ცოდნის გაღრმავებაში;                                
  3. საწრეო მუშაობის დროს განხილული  აქტივობები იყო    საინტერესო  და მრავალფეროვანი;                                                           4, საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა  მშვიდ,მეგობრულ   და  კეთილგანწყობილ   გარემოში.



       






No comments:

Post a Comment

საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი

2019 წლის 19.02 მათემატიკის წრის დასახელება: ჩვენ მათემატიკა გვიყვარს სკოლის სახელწოდება:სსიპ ქალაქ თბილისის N 191 საჯარო სკ...